მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 15:37
სწრაფი სიახლე
სპორტი

[VIDEO] ენრიკემ ამ განცხადებით პსჟ-იდან “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა? – რა უთხრა ესპანელმა ვარჯიშზე ფეხბურთელებს

SportMedia 11 აგვისტო, 2026 · 09:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ 12 აგვისტოს “ასტონ ვილასთან” გასამართი UEFA-ს სუპერთასის შეხვედრისთვის ემზადება. გუშინ პარიზელებმა საკუთარ ბაზაზე ავსტრიაში გამგზავრებამდე ვარჯიში გამართეს. 

 

გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელები უსმან დემბელე, ფაბიან რუისი, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, უორენ ზაირ-ემერი, ლუკა ერნანდესი და აშრაფ ჰაკიმი, ასევე ახალწვეულები მაგნეს აკლიუში და ლუკა დინი შეუერთდნენ. 

 

ძირითადი ყურადღება კი ფაბიან რუისმა და ლუის ენრიკეს განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თანამემამულის მიღწევებს გაუსვა ხაზი და “ოქროს ბურთის” მომგებად დაასახელა. 

 

“ფაბიანმა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, ზედიზედ 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ერთა ლიგა მოიგო… “ოქროს ბურთი”, – თქვა ენრიკემ. 

 

პსჟ-იდან Ballon d’Or-ისთვის ბრძოლაში ფავორიტებად ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე ითვლებიან, მაგრამ შესაძლოა, ენრიკეს ნათქვამი ფაბიანის მხარდამჭერად აღვიქვათ.

წყარო: Sportall.ge