[VIDEO] “ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ…” – კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

სომხური წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა ვეტერან ქართველ ფეხბურთელ და ახლა უკვე თბილისის მერ კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნაწყვეტიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, სრული ინტერვიუ კი მოგვიანებით დაიდება.
კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტს ერთი საიდუმლოც გაუმხილა, რომ ის არა მხოლოდ ფეხბურთს თამაშობს კარგად, არამედ კალათბურთსაც.
“ხვიჩამაც დაამტკიცა რომ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია. მასთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ის არა მხოლოდ ფეხბურთს თამაშობს კარგად, კალათბურთის თამაშიც კარგად გამოსდის. ყოველდღე ვვარჯიშობ და ხშირად მეგობრებთან ერთად დარბაზში კალათბურთსაც ვთამაშობ.
როდესაც მას შვებულება ჰქონდა და საქართველოში ჩამოვიდა ხვიჩაც დავპატიჟეთ სათამაშოდ და მან ძალიან კარგად ითამაშა”, – ამბობს კალაძე.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რომელმა გუნდმა გაიმარჯვა, კალაძის თუ კვარაცხელიასი, რაზეც თბილისის მერმა ღიმილით უპასუხა, რომ მატჩი ფრედ დასრულდა.
წყარო: Sportall.ge