მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 17:14
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია

Kvira.ge 11 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

“2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 34,826 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 178,197,376.89 ლარი.

ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი