მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 22:09
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პრემიერი – 2016 წელს, საქართველოში, ეუთოს ასამბლეაზე 6 რუსი დეპუტატი იყო ჩამოსული, მაშინ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმდნენ ფორმატზე, 2020 წელს კი „ნაცმოძრაობის“ ღონისძიებაზე „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად – რეაქციაც არ ჰქონიათ!

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 19:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

2019 წელსაც [19-20 ივნისს] იყო „დიფ სტეიტის“ კოორდინაცია და ამას მოჰყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება. მაშინ თან უცხოელი აგენტები გვყავდა გუნდის შიგნითაც. უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა როგორც საპარლამენტო გუნდში, ასევე სამთავრობო გუნდში. 2021 წლამდე გვქონდა ასეთი ვითარება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 2019 წლის 19-20 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ანტირუსულ განწყობებს შეეხებოდა.

ამავე კონტექსტში, კობახიძემ ჟურნალისტებს 2016 წელს გამართული ეუთოს საპარლამენტო სესიაც შეახსენა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 6 რუსი დეპუტატი იყო ჩამოსული, “თუმცა მაშინ ამაზე რეაგირება არავის ჰქონია”.

„2019 წელსაც [19-20 ივნისს] იყო „დიფ სტეიტის“ კოორდინაცია და ამას მოჰყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება, იქაც კოორდინაცია იყო. მაშინ თან უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა გუნდის შიგნითაც. პარლამენტში გვყავდა დაახლოებით 15 უცხოელი აგენტი, რომელიც შემდეგ გუნდიდან გავიდა. მთავრობაშიც გვყავდა მაღალ დონეზე უცხოელი აგენტები, რისგანაც გათავისუფლდა გუნდი ბოლომდე 2021 წლის შემდეგ. მანამდე უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა როგორც საპარლამენტო გუნდში, ასევე სამთავრობო გუნდში. 2021 წლამდე გვქონდა ასეთი ვითარება. ეს კოორდინაცია 2019 წელს ჩანდა, უცხოური აგენტურ გუნდის შიგნით ხალხი, გუნდის გარეთ ხალხი.

როცა არ იყო „დიფ სტეიტის“ მხრიდან ასეთი ინტერესი და კოორდინაცია, გეტყვით მაგალითს – 2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. აქ იყო 6 რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო „ეფესბეს“ ყოფილი ხელმძღვანელი. 6 კაციდან ორს თუ სამს ჰქონდა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. მაშინ არ იყო „დიფ სტეიტის“ ინტერესი. მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე. მაშინ არ ჰქონდა „დიფ სტეიტს“ ინტერესი, რომ ხელოვნურად აეღელვებინა ქართული საზოგადოება, არავის გაუგია ისე მოხდა ეს ყველაფერი. მაშინ ერთი სიუჟეტიც არ გაკეთებულა, რომ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დამრღვევი დეპუტატები შემოვიდნენ საქართველოში. იმიტომ, რომ მაშინ „დიფ სტეიტის“ დავალება არ იყო, რომ ხელოვნურად აეღელვებინათ ხალხი ამ ფაქტის გარშემო.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 2020 წელს „ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება, სადაც „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად. რეაქციაც არ ჰქონიათ. იმიტომ, რომ რუსოფობია თქვენს შორისაც კი ყალბია, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.