“სელტას” ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება

„ჟირონას“ უკრაინელი ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი შეიძლება „სელტაში“ გადავიდეს, – იტყობინება farodevigo.
სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულ „ჟირონას“ არ შეუძლია ციგანკოვს მაღალი ხელფასი გადაუხადოს, რომელსაც კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და ამიტომ მზადაა მისი გამოსასყიდი თანხა, 30 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად, 10-15 მილიონამდე შეამციროს. თუმცა, ვიგოური კლუბი ფასის კიდევ უფრო დაკლებას ითხოვს.
„სელტას“ მთავარი მიზანი „ბოკა ხუნიორსის“ გარემარბის ესეკილ სებალიოსის შეძენაა და თუ მისი გადაბირება ვერ მოახერხა, შემდეგ ეცდება ციგანკოვის დამატებას.
წყარო: Sportall.ge