მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:43
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ-ს სრული კონტროლი აქვს ჰორმუზის სრუტეზე, ირანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, „გუშაგთა კორპუსი“ განადგურებულია, მათი ქვეყანა დაქცეულია – დონალდ ტრამპი

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 20:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს და ის საზღვაო ბლოკადაში აქვს მოქცეული. მისივე თქმით, ირანი ახლა მხოლოდ ლაპარაკობს და რეალური მოქმედების განხორციელება არ შეუძლია, მათი საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, ლიდერობა კი გაქცეული.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანში ახლა 300-პროცენტიანი ინფლაცია აქვთ და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ყალბი ამბების გავრცელებაა.

„აშშ-ს სრული კონტროლი აქვს ჰორმუზის სრუტეზე. ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანს ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ძალები, არ ჰყავთ საჰაერო ძალები, მათი დარჩენილი ჯარისკაცები ანაზღაურებას არ იღებენ, „გუშაგთა კორპუსი“ განადგურებულია და გაქცეულია, ხოლო მათი „ლიდერობა“, საუკეთესო შემთხვევაში, გაურკვეველია! მათ ფული არ აქვთ, მათი ქვეყანა „დაქცეულია“. მათ მხოლოდ ყალბი ამბები და 300-პროცენტიანი ინფლაცია აქვთ და ეს კიდევ უფრო უარესდება! ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არ მოქმედებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის. დიდება ალაჰს!“, – წერს ტრამპი.