მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 14:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის!“ – მიხეილ სააკაშვილი

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 12:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მმართველი გუნდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ ოპოზიციის კოორდინირებულ კამპანიაზე საუბრობს.
მათი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა არაერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიზნესის მიერ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე.

3 000 ტონა ტვირთი, სამედიცინო დაწესებულებებისთვის იყო განკუთვნილი, რათა მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგია მიეწოდებინათ. ოპოზიციამ კი, საქართველო ომის თანამონაწილედ განაცხადა და ცდილობდა მტკიცებას, რომ ტვირთი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი.
მმართველი გუნდი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ რუსეთის წლიურ მოხმარებასთან შედარებით ეს რაოდენობა სულ რაღაც ნული მთელი ნულ ნულ ერთი პროცენტია.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია გარე ძალების დავალებებს ასრულებს, მათი მთავარი მიზანი კი ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებაა.

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თუ მოქმედი წევრები გუშინ აქტიურად ავრცელებდნენ განცხადებებს თითქოს, ოკუპირებული აფხაზეთიდან საწვავი რუსეთს უკრაინის ომში სამხედრო მიზნებისთვის გადაეცემოდა. საკითხს ციხიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

“ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! იქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია,” – აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

“ხორციელდება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას,” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

“აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას,” – აღნიშნა ფინანსისტმა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ.