მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 15:00
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის გამზირს რეაბილიტაცია უტარდება

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 14:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ზურა ტაბაღუასთან ერთად სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

,,შარტავას გამზირის საფეხმავლო ნაწილის კეთილმოწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და სამუშაოები აქ უკვე აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე მოეწყობა, როგორც საფეხმავლო ბილიკები, ასევე ველობილიკები, გაჩნდება ახალი მწვანე და დასასვენებელი სივრცეები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, შარტავას გამზირზე საავტომობილო გზის ორივე მხარეს, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ტროტუარები, ასევე ველობილიკები, გარე-განათება და მწვანე სივრცეები,  განთავსდება დასასვენებელი სკამები.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.