რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონებით თავდასხმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
თავდასხმა დაადასტურა ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმაც.
ხაბიროვის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები „გაზპრომის“ ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა და ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.