მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 01:00
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„მალე ოქროს ბურთით…“ – ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახური კადრები უეფას სუპერთასიდან

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 23:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 11

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო – ევროპის სუპერთასის ფინალში „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1.

პარიზელთა წარმატებას სათავე ხვიჩა კვარაცხელიამ დაუდო – ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე ქართველმა ვარსკვლავმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და ფრანგული გრანდი წინ გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში უკვე 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფას სუპერთასი დაუგროვდა.

გამარჯვების ემოციები ხვიჩა კვარაცხელიამ ოჯახის წევრებთან ერთად გაიზიარა. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველ ფეხბურთელთან ერთად მისი უფროსი ძმა, ნიკა კვარაცხელია და მეუღლე, ნიცა თავაძეც იმყოფებოდნენ. მათ ხვიჩას მნიშვნელოვანი გამარჯვება და წარმატებული საღამო ერთად აღნიშნეს.

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში მორიგი წარმატების შემდეგ, მის მიმართ მოლოდინები კიდევ უფრო გაიზარდა. ქართველი ვარსკვლავის გამორჩეულ თამაშს გულშემატკივრები და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები განსაკუთრებულად აფასებენ და უკვე საუბრობენ, რომ მას „ოქროს ბურთის“ მოგების რეალური შანსი აქვს.

კვარაცხელიას ნიჭი, შედეგიანობა და უმაღლეს დონეზე სტაბილური თამაში ბევრს აძლევს საფუძველს, იფიქროს, რომ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი შეიძლება გახდეს.