მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 01:30
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება – მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის დეტალები

Prime Time 14 აგვისტო, 2026 · 00:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

მძღოლებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება.

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის მიხედვით, ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან დარღვევებზე ქულები ასე ნაწილდება:

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – 10 ქულა;

სიჩქარის დადგენილი ზღვრის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით გადაჭარბება – 10 ქულა;

სიჩქარის დადგენილი ზღვრის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება – 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა;

მანევრირების წესების დარღვევა – 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობა – 30 ქულა;

ავტობუსის ზოლში მოძრაობა – 15 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;

საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ავტობუსის ზოლში მოძრაობა – 20 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 30 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლზე შემოწმებისთვის თავის არიდება – 40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – 40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს – 10 ქულა;

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა.

წყარო