მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 02:32
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყება სადამკვირვებლო მისიებსა და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

Prime Time 14 აგვისტო, 2026 · 00:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 11

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სადამკვირვებლო მისიებსა და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური უწყების თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ საარჩევნო პროცესის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევაა“, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური უწყების თქმით, ორგანიზებული კენჭისყრა უკანონოა, ხოლო ასეთი კენჭისყრის შედეგები ბათილი.

„რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ნებისმიერი კენჭისყრის ორგანიზება უკანონოა და ასეთი კენჭისყრის შედეგები ბათილია და არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგებს“, – წერია ანდრეი სიბიგას უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთში არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება.