ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
„ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო – მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.
ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო”, – წერია წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.