თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.
ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში.
დედაქალაქში დაახლოებით ერთი საათია გადაუღებლად წვიმს.