აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ სავარაუდო პრობლემების გამო, ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ავიამზიდი მის ჩასანაცვლებლად მიემართება

აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ სავარაუდო პრობლემების გამო, ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი მიემართება.
აშშ-ის ავიამზიდმა უნდა ჩაანაცვლოს „აბრაამ ლინკოლნი“, რომელზეც ათასობით მეზღვაური, როგორც ამბობენ, ცხრათვიანი ხანგრძლივი დისლოკაციის დროს საკვების დეფიციტისა და რთული პირობების წინაშე დგას.
ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“, რომელიც მალაიზიასთან ახლოს იმყოფებოდა, რეგიონში დაახლოებით ცხრა დღეში შეიძლება, ჩავიდეს.
„ლინკოლნის“ ბორტზე მყოფი მეზღვაურების ოჯახის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ზოგიერთი მეზღვაური, როგორც ამბობენ, ზღვაში გადახტომას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა აღიარეს მომარაგების პრობლემები, მათ უარყვეს, რომ „ლინკოლნზე“, რომლის ბორტზეც 5 000 მეზღვაური იმყოფება, ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი არსებობს.
„ვაშინგტონის“ განთავსების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში სამი ამერიკული ავიამზიდი იქნება, წყნარ ოკეანეში კი არცერთი.
„ლინკოლნი“ ზღვაში 11 დეკემბრიდან იმყოფება, რომლის მისიის დასრულებაც თავდაპირველად მაისში იყო დაგეგმილი.