მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 15:42
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

უკრაინის ძალებმა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ საწარმოს დაარტყეს

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 13:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე სარაკეტო და კოსმოსურ ცენტრს, „პროგრესს“ FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.

უკრაინულ კომპანია „ფაიარ ფოინთში“ განაცხადეს, რომ სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმოა.

მათივე ცნობით, ცენტრი ავითარებს და აწარმოებს საშუალო კლასის გამშვებ მანქანებს, მათ შორის „სოიუზ-2“-ის ოჯახს, ასევე კოსმოსურ ხომალდებს დედამიწის დისტანციური ზონდირებისა და სამეცნიერო პროგრამებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „სოიუზ-2“-ის გამშვები მანქანები გამოიყენება „რასვეტის“ სატელიტური ინტერნეტთანამგზავრების გასაშვებად, რომლებიც „სტარლინკის“ რუსული ეკვივალენტია.