აშშ-ის მიჩიგანის შტატში, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის მიჩიგანის შტატში, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მიჩიგანის შტატის მისოუკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სახლში სროლის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ოფიცრებმა შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანის ცხედარი და ერთი დაჭრილი პირი იპოვეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა, 39 წლის ჩად ჰიკმენმა შემთხვევის ადგილი ოფიცრების მისვლამდე დატოვა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.
ოფიცრებმა ძებნის ოპერაციის ფარგლებში კიდევ ერთ მისამართზე მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.
პოლიციამ ეჭვმიტანილის ავტომობილი თავად ჰიკმენისა და კიდევ ერთი ადამიანის ცხედართან ერთად უიტლოკის ტბასთან იპოვა.
მიჩიგანის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.