მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 21:54
სწრაფი სიახლე
სპორტი

ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება

SportMedia 15 აგვისტო, 2026 · 14:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

„ლანსთან“ სუპერთასის მატჩის წინ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.

 

„ყოველთვის ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შეესაბამებიან. ხვალ წარმოუდგენელ სტადიონზე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული დაპირისპირება გველოდება. სტუმრად ისევ ვეცდებით მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვებას. ვიცით, რამდენად რთული იქნება იქ კარგად თამაში. ამას გარდა, განსაკუთრებული პერიოდი გვაქვს, ვინაიდან ჩვენი მომზადება არ იყო ოპტიმალური.

 

როტაცია? თქვენ გინდათ მეტოქეს შემადგენლობა გავუმხილო? არ ვიცი, მივმართავ თუ არა როტაციას. ამ თემაზე მეუღლეს უნდა დაველაპარაკო, რათა მივხვდე, ვინ ითამაშებს.

 

ახლა ბევრს სურს პსჟ-ში გადმოსვლა, თუმცა ძალიან ძნელია ისეთების მოძებნა, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ბევრს ამისათვის კლასი არ ჰყოფნის. 

 

ფერან ტორესის ტრანსფერმა გამახარა. გუნდს ვაუმჯობესებთ. ფერანი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. კარგად ვიცნობთ. შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. გუნდის გაძლიერებაზე ლუიშ კამპუშთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ, – ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.

 

პსჟ „ლანსს“ 16 აგვისტოს გასვლაზე დაუპირისპირდება. მატჩი „ბოლარ-დელელისზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

წყარო: Sportall.ge