მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 21:23
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 19:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ინდონეზიაში, კუნძულ ფლორესზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.

ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დაზიანებით დაახლოებით 50 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა 157 საცხოვრებელი სახლი და ხუთი აეროპორტი.

ამასთან, ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ პემატანგსიანტართან შვიდ კილომეტრში მდებარეობდა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.