მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 22:59
სწრაფი სიახლე
სპორტი

აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს

SportMedia 15 აგვისტო, 2026 · 15:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი იტყობინება, რომ პსჟ „პარმას“ 23 წლის მეკარეს ზიონ სუძუკის აღარ შეიძენს.

 

კლუბები 35-მილიონევროიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება შაბათს უკვე დაგეგმილი იყო, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა. 

 

იაპონელის აგენტებმა ისეთი საკომისიო თანხა მოითხოვეს, რომლის გადახდაზე პარიზულმა კლუბმა უარი თქვა და მოლაპარაკებების გაგრძელება არ ისურვა.

წყარო: Sportall.ge