Marca განმარტავს, რატომ მოუმატა სასწრაფოდ “ვილიარეალმა” მიქაუტაძეს გამოსასყიდი თანხა

„ვილიარეალმა“ გასული წლის ზაფხულში „ლიონისგან“ 30 მილიონ ევროდ შეძენილი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონიდან 75 მილიონამდე გაზარდა, – იტყობინება „მარკა“.
გამოცემის ცნობით, მიქაუტაძეს „კლაუსულა“ 15 მილიონით იმის გამო მოუმატეს, რათა მის ტრანფერს ხელი შეუშალონ ან კლუბი შესაძლო მოლაპარაკებისას უფრო მომგებიან მდგომარეობაში იმყოფებოდეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის შეძენის სურვილი „ბარსელონას“ აქვს, თუმცა „ვილიარეალისთვის“ წინადადებით არ მიუმართავს.
ქართველს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 30 მილიონია.
წყარო: Sportall.ge