მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 16:55
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ინდიანაში შტორმს 6 ადამიანი ემსხვერპლა

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 14:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ინდიანის შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 4 წლის ბავშვია.

ყველაზე რთული ვითარება ინდიანაპოლისშია, საიდანაც ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 150 ათასამდე აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.