მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026 | 01:36
სწრაფი სიახლე
სპორტი

კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო

SportMedia 16 აგვისტო, 2026 · 19:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

იტალიის თასის 1/32-ფინალში „ფრიზონონემ“ საკუთარ მოედანზე „იუვე სტაბია“ 4:1 დაამარცხა.

 

გიორგი კვერნაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო – Sofascore 9.0, Flashscore 8.8.

 

23 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. 

 

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“

ფროზინონე – იუვე სტაბია 4:1

გოლები: 1:0 კვერნაძე (20), 2:0 ჩიკელა (29, კვერნაძის პასით), 3:0 რაიმონდო (38), 3:1 კანდელონე (48), 4:1 კვერნაძე (71)

გაძევება: ფერნანდესი (89, იუვე სტაბია)

წყარო: Sportall.ge