მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026 | 01:46
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

რუსთავში რესტორანში ხანძარი გაჩნდა – რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან

Prime Time 17 აგვისტო, 2026 · 00:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში, გამწოვს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი და დროულად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.