გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.