მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 01:00
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ…“ – რეაქციები 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის სოცქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 00:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

„ანუ, ცოცხალია… ძალიან უცნაურია ეს პოსტი ამდენი წლის შემდეგ…“, – ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები ოსურ ენაზე დაწერილ პოსტს, რომელიც დაახლოებით 2 საათის წინ გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა. 

„თუ გატეხეს, ვიღაც ძალიან ბოროტად ხუმრობს. ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც „დაკარგული (გაფლანგული) დრო“. ასე თარგმნა ხელოვნურმა ინტელექტმა და იქნებ ენის მცოდნეებმა გვითხრათ ზუსტად“.

„ნახონ სასწრაფოდ აიპი და ვინ გამოაქვეყნა… ასეთი რამ როგორ შეიძლება?!“.

„გამწარებულ დედას როგორ უბნევენ თავგზას ეს არარაობები“.

„იმედია, არ აჰყვებიან ამ ფარსს გამომძიებლები!“  

„ოსურად წერია: მოვიდა დრო“.

„ისეთი ფერისცვალება ყოფილიყოს, ცოცხლად იხილოს მისი შვილი სოფომ“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა