12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის პირად Facebook-ზე ახალი პოსტი გამოჩნდა – რას ნიშნავს ოსური დიალექტით დაწერილი სიტყვები?

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის პირად Facebook გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა.
მოვიდა დრო” (აგრეთვე ითარგმნება, როგორც: “ჩვენ დრომდე”), – წერია გურიკა დადიანიძის Facebook ანგარიშზე.

ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია. უცნობია დამატებითი დეტალებიც.
დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
“სასწრაფო ინფორმაცია. რამდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა”, – ამბობს კობა ახალაძე გავრცელებულ ვიდეოში.
იხილეთ ასევე: