მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 03:38
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მარნეულში უბედურ შემთხვევას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა

IPN.ge 19 აგვისტო, 2026 · 01:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მარნეულში უბედური შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა.

გავრცელებულ ინფორმაციით, მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.