„პატარა ვიყავი, როდესაც გულის პრობლემა შემექმნა…“ – ზურა გორგაძე

ტელეწამყვანი და მსახიობი ზურა გორგაძე ცხოვრების რთულ პერიოდსა და მშობლების თავდადებაზე საუბრობს:
„ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც შემექმნა გულის პრობლემა. მსოფლიოშიც ახალი იყო რეალურად ეს სინდრომი, რომელიც შემდეგ დაადგინეს. შესაბამისად, ჩემი მშობლებისთვისაც უცხო იყო. განსაკუთრებით დედა იყო ამ ქარტეხილებში ჩართული ყოველთვის და უწევდათ იმის გარკვევა, თუ რა მჭირდა საერთოდ, ნუ, მემართებოდა რაღაც ასეთი გულის აჩქარება, შეუჩერებელი და შემდეგ გვიწევდა ყოველ ჯერზე საავადმყოფოში გადაყვანა ჩემი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
მახსოვს დედაჩემის ბრძოლები და დედაჩემის შეუძლებელი ჩადენილი საქმეები და შეძლებული. იყო 90-იანი წლები, ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად ჩამონგრეული, არაფერი არ არსებობდა და ყველაფერი შენი ძალებით უნდა გექნა. აუცილებელი იყო ჩემი საზღვარგარეთ გადაყვანა და ეს კიდევ ერთი შეუძლებელი, ყოვლად წარმოუდგენელი რამ გახლდათ იმ დროს, ჩვენი შეძლების ოჯახისთვის მით უმეტეს და მე მახსოვს, დედა რას არ აკეთებდა. ჩამოვიდოდა თბილისში, თან ჩვენ ზესტაფონში ვცხოვრობდით და დღესაც ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ… ჩამოვიდოდა თბილისში, სამინისტრო-სამინისტრო დადიოდა, იპარებოდა მინისტრების კაბინეტებში, დღეებს და ღამეებს ათენებდა იმისთვის, რომ მოეპოვებინა დაფინანსება და რაღაცა გაეკეთებინა, რომ მე ქვეყნიდან გავეყვანე როგორმე და გადავერჩინე, ამ სიტყვის მნიშვნელობით”.