მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 20:03
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

კვების ტექნოლოგი გვირჩევს, როგორ შევინახოთ პური ზაფხულში

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 22:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

კვების ტექნოლოგი, პროფესორი, მალხაზ დოლიძე, გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, როგორ უნდა შევინახოთ პური ზაფხულის პერიოდში უსაფრთხოდ:

– ზაფხულის პერიოდში პურის დახურულ სივრცეში, ქვაბში შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება. სხვათა შორის, უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ თანამედროვე პურის შესანახად მაცივარი ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავალია. მასში არსებული პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა პროდუქტს კარგად ინახავს. ეს პირველი მეთოდია. მეორე ვარიანტად, რა თქმა უნდა, ხის საპურე განიხილება. მას სპეციალური ნასვრეტები გააჩნია, რისი წყალობითაც პური აერაციას გადის და ჰაერი ხვდება.