მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 20:40
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ნიკუშორ დანი – რუმინეთმა შავ ზღვაში საზღვაო დრონი გაანადგურა – სიფხიზლეს ვინარჩუნებთ

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 19:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

რუმინეთმა შავ ზღვაში საზღვაო დრონი გაანადგურა, – ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი ავრცელებს.

ნიკუშორ დანის ცნობით, რუმინეთის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა საზღვაო დრონი შავ ზღვაში მდებარე გაზის პლატფორმის Neptun Deep-ის მახლობლად გაანადგურეს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ინციდენტების გახშირებას. ჩვენ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად სიფხიზლეს ვინარჩუნებთ“, – წერს რუმინეთის პრეზიდენტი X-ზე.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, რადუ მირუცას განცხადებით, კიევში დაუდასტურეს, რომ დრონი უკრაინას არ ეკუთვნოდა.