მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 20:44
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

Reuters – სერბეთმა ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებისთვის რუსეთს მიმართ

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 19:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

სერბეთმა ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, – ინფორმაციას Reuters-ი სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელიბლატოს უდაბნოს ნაკრძალში ტყის ხანძართან ბრძოლაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს „ილ-76P“-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავი მონაწილეობს.

რუსული სახანძრო თვითმფრინავი სერბეთის ქალაქ ნიშში ოთხშაბათს ჩაფრინდა.

სერბეთს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ არის, ორგანიზაციის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში საგანგებო დახმარებაზე წვდომა აქვს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში მსგავსი შესაძლებლობების მქონე სახანძრო თვითმფრინავი თავისუფალი არ არის, ჩამოსული რუსული თვითმფრინავი ხანძრებთან ბრძოლაში ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, – განაცხადა სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლუკა შაუშიჩმა.

სერბეთის დელიბლატოს უდაბნოს ნაკრძალში ტყის ხანძარს უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან.