“რეალი” ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს” – მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

“ბარსელონამ” გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “სიტიდან” 30 წლის ესპანელი ნახევარმცველი როდრი შეიძინა. გარიგება 76,5 მილიონი ევრო დაჯდა და ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმდა.
ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად იწერებოდა, რომ გამოცდილი შუახაზელი კარიერას “ბლაუგრანას” მოსისხლე მტერ “რეალში” განაგრძობდა და თითქოს შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ, როდრიმ არჩევანი კატალონიელებზე შეაჩერა.
ჩაშლილ ტრანსფერზე კომენტარი “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა და დაადასტურა, რომ ფეხბურთელის დამატება მართლაც სურდათ.
“როდრის რამდენჯერმე ვესაუბრე და მას “რეალმა” ძალიან კარგი შეთავაზება გაუკეთა. ის თავიდანვე ყოყმანობდა და ამან ეჭვი გამიჩინა. წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ “რეალი” ისეთი გუნდია, რომელიც ფეხბურთელებს მეორედ არ ეკითხება.
თუ ამ გუნდიდან ფეხბურთელს ურეკავ, ისინი მხოლოდ იმას გეკითხებიან: “როდის უნდა ჩამოვიდე?!”. როდრის წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა ზედმეტად”, – ციტირებს მოურინიოს ესპანური პრესა.
წყარო: Sportall.ge