მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:05
სწრაფი სიახლე
სპორტი

რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო – თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 10:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა სარწმუნოებმა შეიცვალა და ისლამი მიიღო. მას ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ გავრცელებული ცნობით, ეს ყოველივე დაახლოებით, 4 კვირის წინ, შეიხ ჯიჰად ჰამადეჰთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. 

 

Haberler-ის ინფორმაციით, კარლოსი შეიხ ჯიჰად ჰამადეჰთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტაქტში იყო, სანამ მას დაახლოებით ოთხი კვირის წინ ბრაზილიაში შეხვდებოდა. მან ამ შეხვედრის დროს შაჰადა წაიკითხა და ისლამზე მოქცევა გამოაცხადა.

 

ამ ამბავმა უფრო ფართო ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც თურქეთის “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის წევრმა ალი შაჰინმა ბრაზილიაში ისლამური თემის წევრებთან შეხვედრის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

 

შაჰინმა X-ზე დაწერა, რომ ის შეიხ ჯიჰად ჰამადეჰს, რომელიც სან-პაულოში ცხოვრობს და ისლამური  სამყაროს 500 ყველაზე გავლენიან ფიგურას შორისაა, მუსლიმი ახალგაზრდების ბრაზილიურ საქველმოქმედო კავშირში ვიზიტის დროს შეხვდა. 

 

თურქი პარლამენტარის მონაყოლით, ჰამადეჰმა მას უთხრა, რომ კარლოსმა დაახლოებით, 4 კვირის წინ შაჰადა წაიკითხა და ისლამი მიიღო. შაჰინმა კარლოსს ისლამის მიღება მიულოცა და მას და მის ოჯახს მშვიდობით, ჯანმრთელობითა და კურთხევით სავსე ცხოვრება უსურვა.

 

შეხსენებისთვის, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი მაროკოელ საფეხბურთო აგენტ სუჰაილა ელ ტაჰირიზე დაქორწინდა. 

წყარო: Sportall.ge