“ნაპოლიმ” 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა “ნაპოლიმ” გვაუწყა, რომ იტალიის სერია B-ს ბინადარი “კატანძაროდან” 22 წლის იტალიელი ნახევარმცველი კონსტანტინო ფავასული დაიმატა.
ფეხბურთელი “პარტენოპეიში” 1-წლიანი იჯარით 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რის შემდეგაც “ნაპოლი” მას დამატებით 6 მლიონად გამოისყიდის და კონტრაქტს 2031 წლამდე გაუფორმებს.
ფავასულის იტალიურ ელიტაში თამაშის გამოცდილება არ აქვს. ის “ფიორენტინას” აღზრდილია, იჯარის წესით კი “კატანძაროს” გარდა “ტერნარასა” და “ბარის” ღირსებასაც იცავდა.
წყარო: Sportall.ge