მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 21:33
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„კისერი არასდროს გაატკაცუნოთ, შეიძლება ადამიანიც კი გარდაიცვალოს!“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 18:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

კისერი არასდროს გაატკაცუნოთ, შეიძლება ადამიანიც კი გარდაიცვალოს, – ამ შინაარსის ვიდეო მიმართვას ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„არასდროს გაატკაცუნოთ კისერი, ამას შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც კი და შეიძლება, ადამიანი გარდაიცვალოს. მტევნის სახსრების გატკაცუნება შეგიძლიათ, მაგრამ არა – კისრის. თქვე გგონიათ, რომ მოძრაობის დროს, ტკაცუნს რომ გამოსცემს, მარილები იშლება? არა. ამ დროს სისხლძარღვებიც იშლება. ხმა, რაც წარმოიქმნება, გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ მალებს შორის გვაქვს სახსრები, გადაწევის დროს სახსრებში წნევა მცირდება, სითხეში წარმოიქმნება ბუშტუკები, რომლებიც სკდება და ესაა ხმის მიზეზი. აქ იშლება სისლძარღვების შიგნითა შრე“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვრცლად ↓