“ინტერი” “ლივერპულის” ნახევარმცველს შეიძენს

“ლივერპულის” 25 წლის ნახევარმცველი კერტის ჯონსი მალე “ინტერის” ფეხბურთელი გახდება, – იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
“ინტერს” ჯონსის ტრანსფერი 32+4 მილიონი ევრო დაუჯდება.
გასულ სეზონში მან პრემიერლიგის 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
წყარო: Sportall.ge