მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 23:17
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს” – რას ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ

Ambebi.ge 19 აგვისტო, 2026 · 12:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ფეისბუქში, 12 წლის წინ დაკარგული დადიანიძის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი ოსურ დიალექტზე Арцыд растаг, რაც ქართულად ნიშნავს – “დრო მოვიდა”.

  • ჯერჯერობით აღნიშნულ თემაზე საგამოძიებო სამსახურს განცხადება არ გაუკეთებია. რაც შეეხება გურიკას დედას, სოფო ბიბილაშვილს ქალი ამბობს: “ვიცი, რომ გურიკას გვერდია და თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარო…”

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე tv-პირველ-თან ამბობს, რომ უკვე იცის რომელი ქვეყნიდან დაპოსტეს დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე.

“დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში” – უთხრა კაკაბაძემ TV პირველს.

  • ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო. იმ ადგილას და მიმდებარედ, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით საგამოძიებო მოქმედებები და ძებნის სამუშაოები თავიდან ჩატარდა, გამოიყენეს სპეციალური ტექნიკა, სკანერი, თუმცა დაკარგული ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს.