რამდენია ყავის უსაფრთხო დოზა – ექიმის რეკომენდაცია

ექიმი გიორგი ოდიშვილი აცხადებს, რომ კოფეინის ნორმალური დღიური დოზა ზრდასრულ ადამიანებში არის 400 მგ, ხოლო ერთჯერადად მიღება არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ.
სპეციალისტის თქმით, ეს პრაქტიკულად დაახლოებით 3-4 ფინჯან ჩვეულებრივ შავ ყავას შეესაბამება და ასეთი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.