მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 23:58
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას და წაიკითხოთ, დე, ცოცხალი ვარო და კახა გელაშვილთან აქვს მიწერილი, რას იფიქრებთ?!“ – სოფო ბიბილაშვილი

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 22:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, ბიჭის დედა ვრცელ კომენტარს აკეთებს. სოფო ბიბილაშვილი ფიქრობს, რომ ეს მისი შვილის დაწერილი არ არის, რადგან პირადად მას, ან ოჯახის სხვა წევრს დაუკავშირდებოდა.

„ვიცი, რომ გურიკას საიტია. გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, ცოცხალი ვარ და მოვდივარო. გურიკა გელაშვილ კახას რატომ მისწერდა, როცა დედა ჰყავს, მამა… ესე იგი, ვიღაცა მაგრად თამაშობს. ეს ხალხის მასხრად აგდება გამოდის. 

თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას და ეგ მესიჯი წაიკითხოთ, დე, ცოცხალი ვარო და კახა გელაშვილთან აქვს მიწერილი, რას იფიქრებთ?! ვფიქრობ, რომ ეგ არის სიცრუე… გურიკას ქვეყანა ხალხი ჰყავს, ნათესავები, ბიძაშვილები, დედა, მამა, მამიდა ჰყავს, ბიძები… რაღა კახა გელაშვილს მისწერა“, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, დადიანიძის გვერდზე 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება: „მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.