მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 23:16
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გამონაყარი და ვირუსული დიარეა – ივანე ჩხაიძე საზოგადოებას აფრთხილებს

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 21:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახლა, ქვეყანაში ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ცხელებასთან ერთად გამონაყარს, ან ნაწლავის გახშირებული მოქმედებას იწვევს.

მისივე თქმით, შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები.

„კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს.

შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები, ბრონქიოლიტი, შეტევითი ხასიათის ხველა და სუნთქვის გახშირებით მიმდინარე დაავადება. ესეც ერთეული უნდა იყოს. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის დაავადების სიმპტომებით მკვეთრად შემცირებულია. ახლა არ არის სასუნთქი სისტემის დამაზიანებელი ვირუსების მოქმედების პიკი, ახლა უფრო ის ვირუსია, რომელმაც ცხელებასთან ერთად შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს, ან ცხელებასთან ერთად ნაწლავის გახშირებული მოქმედება“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.