სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო კანიე უესტის ჩამოსვლის გამო დაიხურა

სანქტ-პეტერბურგში მდებარე Four Seasons-ის სასტუმრო კანიე უესტის ჩამოსვლის დროს სრულად დაიხურა. 8-დან 12 ოქტომბრამდე არც ერთი ნომერი არ არის ხელმისაწვდომი დასაჯავშნად – ეკონომ კლასის ან ლუქსების ჩათვლით, რომელთა ღირებულება ღამეში 600,000 რუბლს (დაახლოებით 18 600 ლარი) შეადგენს, SHOT-მა აღმოაჩინა.
სასტუმროს მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ ამ თარიღებისთვის ყველა ნომერი დაკეტილია, თუმცა 7 ოქტომბრამდე და 13 ოქტომბრის შემდეგ ნომრები კვლავ არის ხელმისაწვდომი. ვესტი სანქტ-პეტერბურგში 8 ნოემბერს ჩავა, კონცერტები კი 10 და 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი. შესაძლებელია, რომ რეპერმა მთელი სასტუმრო დახუროს.
ყველაზე ძვირად ღირებული ნომრები, საიდანაც წმინდა ისააკის ტაძრისა და ადმირალიტეტის ხედი იშლება, სასადილო ოთახითა და მარმარილოს აბაზანით, 613,000 რუბლამდე ღირს. კონცერტის ბილეთებიც რამდენიმე საათში გაიყიდა. ახლა გადამყიდველები მათ 4-5-ჯერ მეტ ფასად ყიდიან.