გეგმავს “ბარსელონა” მიქაუტაძის შეძენას? – COPE დეკოს სიას ასახელებს

COPE-ს მტკიცებით, „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ხულიან ალვარესის შეძენა ვერ შეძლო და ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.
გამოცემის ცნობით, „ბარსას“ სპორტული დირექტორისთვის, დეკოსთვის ახლა მთავარი სამიზნე „ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესია, თუმცა მისი ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება.
აგრეთვე განიხილება ვიქტორ დიოკერეშის (არსენალი) და ნიკოლო ტრეზოლდის (ბრიუგე) კანდიდატურები.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი გიორგი მიქაუტაძის შეძენას გეგმავს, მაგრამ COPE-ს დასახელებულ ფეხბურთელთა სიაში ქართველი არ არის.
„ვილიარეალი“ ირწმუნება, რომ გიორგის თაობაზე არავინ დაკავშირებია და ამავე დროს თავის დაზღვევის მიზნით, მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროდან 75 მილიონამდე გაზარდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ „ვილიარეალის“ ყოფილი მწვრთნელის, მარსელინოსგან განსხვავებით, გუნდის ახალი თავკაცი ინიგო პერესი როტაციას იშვიათად მიმართავს და ქართველს შეუცვლელად ათამაშებს. ასე რომ, მას თავის წარმოსაჩენად ამ სეზონში მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
წყარო: Sportall.ge