მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:55
სწრაფი სიახლე
სპორტი

“არსენალმა” ინგლისის ნაკრების მცველის ტრანსფერი შეათანხმა

SportMedia 20 აგვისტო, 2026 · 09:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“ასტონ ვილასა” და ინგლისის ნაკრების მცველი ეზრი კონსა კარიერას “არსენალში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

 

არსენალი გამოცდილი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონს ევროს გადაიხდის, თავად კონსა კი “მეთოფეებთან” გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

 

ინგლისელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. 

 

თავდაპირველად “მეთოფეები” ცენტრალური მცველის შესაძენად დიდი თანხის დახარჯვას არ გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ვილიამ სალიბამ მუნდიალზე ზურგის ტრავმა მიიღო, მიკელ არტეტას გეგმების შეცვლა მოუწია. ფრანგი დაახლოებით 3-4 თვით იუქმებს.

 

კონსას ტრანსფერის შემდეგ “არსენალი” მარცხენა გარემარბის შეძენას შეეცდება. Tuttosport-ის ცნობით, ლონდონელები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში “იუვენტუსიდან” კენან ილდიზის შეძენას შეეცდებიან.

წყარო: Sportall.ge