მესის 922-ე გოლი და “მაიამის” ფრე “ფილადელფიაში”
ამერიკული MLS-ის მე-20 ტურში, “ფილადელფიამ” ინტერის “მაიამის” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-11 წუთზე თავი ინდიანა ვასილევმა გამოიჩინა. ამის შემდეგ ფლორიდელებმა ჯერ 21-ე წუთზე დანილ პინტერის გოლით წონასწორობა აღადგინეს, შემდეგ კი 26-ე წუთზე ლიონელ მესიმ საკუთარი გუნდი დააწინაურა. საბოლოო ანგარიში 58-ე წუთზე ნაილ პიერმა დააფიქსირა.
მესისთვის ეს გოლი რიგით 922-ე გამოდგა, როგორც ჩანს, “ალბისელესტეს” კაპიტანი კრიშტიანო რონალდოს მსგავსად 1000 გოლიან ნიშნულს უმიზნებს. პორტუგალიელის ანგარიშზე ამ მომენტისთვის – 976-ია
ამრიგად, მაიამის “ინერი” 39 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, მომტევნო ტურის მატჩს 23 აგვისტოს “ტორონტოს” უმასპინძლებს.
“ფილადელფია” 20 ქულით 26-ე პოზიციაზე იმყოფება, იმავე რიცხვში კი “ოსტინს” უმასპინძლებს.
წყარო: Sportall.ge