მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 20:44
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რას აცხადებენ რუსეთის საბაჟო სამსახურში ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებზე

Ambebi.ge 20 აგვისტო, 2026 · 18:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს.


  • კერძოდ, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური აღნიშნავს,რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოგზაურთა რეკორდული ნაკადი შვებულებებთანაა დაკავშირებული.

“ამავდროულად, ახლა მოგზაურთა დიდი ნაკადი სწორედ რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით აღინიშნება. ეს დაკავშირებულია შვებულებების სეზონის დასრულებასთან და დასვენების შემდეგ მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაბრუნებასთან. ამასთან ერთად, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გავლის მიმართულებითაც, რაც ტურისტული სეზონის გაგრძელებითაა განპირობებული”, – ნათქვამია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის განცხადებაში.