მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 02:18
სწრაფი სიახლე
სპორტი

საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი – “იბერია 1999” “იაგელონიასთან” განადგურდა

SportMedia 20 აგვისტო, 2026 · 17:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „იაგელონიასთან“ 0:4 დამარცხდა.

 

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 22 432-იან არენაზე თავის გუნდს 19 108 გულშემატკივარი უჭერდა მხარს. იბერიელებმა თამაში კარგად დაიწყეს, დადიანის და ნაჭყებიას დარტყმული ბურთები მეკარე აბრამოვიჩმა მოიგერია. მასპინძლები სადღაც მე-20 წუთისთვის უპირატესობას დაეუფლენ, ორჯერ გადაგვარჩინა მაკარიძემ. შემდეგ აგბონიფომ გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ თამაშგარე დაფიქსირდა. მერე ალჰასანის აგბონიფოსთან საჯარიმოში კონტაქტისას ესპანელმა მსაჯმა დე ბურგოსმა საეჭვო პენალტი დანიშნა, მაკარიძემ იმასის დარტყმული მოიგერია, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი განმეორებით შეასრულებინა და იმდენი ქნა, სანამ პოლონურ გუნდს არ გაატანინა. ბოლოს აქტიურმა აგბონიფომაც დალაშქრა მაკარიძის კარი და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

 

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში ნაჭყებიას გოლი გაუქმდა, რადგან VAR-მა მიიჩნია, რომ იქამდე თამაშის წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. 62-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ალჰასანმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიზარდა. შეცვლაზე შესულ კულიევს მიეცა შანსი, როდესაც მისი თავური ხარიხას მოხვდა, სიხარულაშვილის დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს, კომპენსირებულ დროში კი მეოთხე გოლი გავუშვით.

 

მოკლედ, რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ „იბერია 1999“ ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა, შედეგზე მსაჯის გადაწყვეტილებებმაც იქონია გავლენა, უიღბლობამაც, თუმცა ერთი რამ ფაქტია – უფრო გამოცდილმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ჩვენი დაცვის თამაში აშკარად გამოსასწორებელია.

 

საპასუხო შეხვედრა 27 აგვისტოს თბილისში ჩატარდება. შეგახსენებთ, დემჩენკოს გუნდს კონფერენს ლიგაზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

 

ბელოსტოკი. „მეისკი“

იაგელონია – იბერია 1999 4:0

გოლები: 1:0 იმასი (34, პენ), 2:0 აგბონიფო (45+2), 3:0 ალჰასანი (62, საკ. კარში), 4:0 ლოსანო (90+2)

 

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი (ბოჭორიშვილი 80), ქობულაძე (ფიგუერედო 80), დადიანი (კულიევი 80), ალჰასანი (კუცია 66), ქარდავა, ენდე (ძაგანია 70), ნაჭყებია, სიხარულაშვილი 

წყარო: Sportall.ge