მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 03:08
სწრაფი სიახლე
სპორტი

საზონოვის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა – კაცნაკლულმა “ხეტაფემ” “პარტიზანს” სძლია

SportMedia 20 აგვისტო, 2026 · 20:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ხეტაფემ“ საკუთარ მოედანზე „პარტიზანი“ 3:1 დაამარცხა.

 

აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე მცველმა აბდელ აბკარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ხეტაფე“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. 

 

მასპინძელთა გუნდის ახალწვეული საბა საზონოვი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 

 

საპასუხო შეხვედრა 27 აგვისტოს ბელგრადში გაიმართება.

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“

ხეტაფე – პარტიზანი 3:1

გოლები: 1:0 უნალი (10), 1:1 სეკი (43), 2:1 გარსია (87), 3:1 მოხიკა (90)

გაძევება: აბკარი (68, ხეტაფე)

წყარო: Sportall.ge