მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 21:32
სწრაფი სიახლე
სპორტი

[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი “სევილიას” ფეხბურთელია

SportMedia 21 აგვისტო, 2026 · 13:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

გიორგი ქოჩორაშვილი “სევილიას” ფეხბურთელი გახდა! საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

 

“სპორტინგის” ყოფილი ნახევარმცველი ესპანურ კლუბს 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

 

დიდი ალბათობით, ქართველის დებიუტი ახალ გუნდში ხვალ, 22 აგვისტოს, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ შედგება. ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა “ქოჩორა” წინასამატჩო განაცხადში შეიყვანა.

 

ცნობისთვის, ლა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ ტურში “სევილიამ” “რაიო ვალეკანო” 2:1 დაამარცხა.

წყარო: Sportall.ge