მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 21:35
სწრაფი სიახლე
სპორტი

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 დინამო (ბთ). დრო, რომელიც იწურება…

SportMedia 21 აგვისტო, 2026 · 15:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო საცქერი, რაშიც დიდწილად მაღალი ტემპერატურა იყო დამნაშავე. ბათუმის “დინამოს” ჰქონდა უპირატესობა ტექნიკაშიც, ბურთის კონტროლშიც და ეს უპირატესობა გამოიყენა კიდეც.

 

23-ე წუთზე მარას მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში, თუმცა აჭარლებს შეეძლოთ სხვაობის გაზრდაც. ბათუმელები ქულებით კი გაუთანაბრდნენ “იბერიას” და თბილისის “დინამოს”, თუმცა მათზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

 

რაც შეეხება “მეშახტეს”, ეს გუნდი იბრძვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. მხოლოდ ბრძოლა საკმარისი ვერ იქნება გადასარჩენად. ჩხეტიანს სჭირდება დრო, თუმცა ეს დრო უმოწყალოდ იწურება…

 

 

მეშახტე-დინამო (ბთ) 0:1

 

0:1 მარა (23, კირკიტაძის პასით)

 

მეშახტე: შოვნაძე, ნოვრუზოვი (ჯამარაული 81), პიმენტელი, ტერელაძე, ბურდული, გაბისკირია, ქანთარია (კვირკვია 26), ჯიჯავაძე (სიხარულიძე 46), პიროგოვი, პაპუაშვილი (ფაცაცია 66), გოგოლაშვილი (შიკალო 66)

 

დინამო (ბთ): ყალიჩავა, ტურიცოვი, კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი, ჯაფარიძე (მილჩენკო 59), კირკიტაძე (იმრანი 66), მარა (ჩიტეიშვილი 78), წულუკიძე (კალეი 78), მანდრიჩენკო (მაურიდესი 59)

 

არბიტრი: გურამ მაჩიტიძე

წყარო: Sportall.ge